ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი უეფას საკლუბო რეიტინგში 17 პოზიციით დაწინაურდა

09 სექტემბერი 2024, 14:26 244 ნახვა
 
 

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი უეფას საკლუბო რეიტინგში 17 პოზიციით დაწინაურდა. განახლებული მონაცემებით ლანჩხუთელებმა 81 პოზიციიდან 64-ზე გადაინაცვლეს. ასევე რეიტინგში წინსვლა აქვს საქართველოს ქალთა საკლუბო ჩემპიონატს.

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 37 ადგილიდან 29-ზე დაწინაურდა. უეფას ქალთა საკლუბო რეიტინგში პირველ პოზიციაზე ''ბარსელონაა'', მეორეზე ''ლიონი'', ხოლო მესამე პოზიციას ''ჩელსი'' იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ''ლანჩხუთმა'' რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ბაქოს ''ნეფთჩს'' 2:1 მოუგო და მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები დაიწერა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში