დღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გასვლაზე ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება

09 სექტემბერი 2024, 11:30 255 ნახვა
 

დღეს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გასვლაზე ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.

7 ჩატარებული თამაშის შემდეგ საქართველოს 16 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ნიდერლანდები 8 მატჩში 24 ქულით ჯგუფში პირველია.

მატჩი ქალაქ ვენლოში გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს 22:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში