ფოლკლორული ანსამბლის „სახიობა“ სოლო კონცერტი გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში , კონცერტზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული საგალობლები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სასიმღერო და საკრავი მუსიკის ნიმუშები.
შთამბეჭდავი დეკორაციითა და ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით მხატვრულად გაფორმებულ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ კონცერტზე მსმენელმა იხილა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესწავლილი და დამუშავებული საარქივო და სხვადასხვა დროის საექსპედიციო ჩანაწერებიდან აღდგენილი მუსიკალური ფოლკლორული ნიმუშები.
კონცერტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.