პრეზიდენტის პასუხი სერგეი ლავროვს

07 სექტემბერი 2024, 14:49 223 ნახვა

მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომდა უცებ გვიბრუნდება - არსად დაკარგულა - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც კომენტარი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ვითარებაზე  და განაცხადა, რომ თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.

პრეზიდენტის განცხადებას ლავროვთან დაკავშირებით ეხმაურებიან ოპოზიციაში. აქ ამბობენ, რომ  კრემლის, მიზანია საქართველო ქართველების გარეშე - სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ლავროვის და ივანიშვილის პოზიციები ამ და სხვა საკითხებში ერთმანეთს ემთხვევა.

რაც შეეხება უმრავლესობას, ამბობენ, რომ ესაა რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც ოქტომბრის არჩევნებზე უშანსოდ დარჩენილი ოპოზიცია ებღაუჭება. თავად ლავროვის განცხადებას კი ოპოზიციისთვის გადაგდებულ სამაშველო რგოლს უწოდებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში