მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს მტევნის" დასკვნით დღეს დახურვის ცერემონიალი გაიმართება.
ფესტივალის გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. პრიზები დაწესდა შემდეგ ნომინაციებზე: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი როგორც მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური, ასევე ქართული სტუდენტური ფილმების კონკურსანტებისთვის.
ამ დროისთვის თელავის მუზეუმში ფესტივალის ფარგლებში, მხატვრულ კინოში მცირებიუჯეტიანი ფილმების გადაღების მასტერკლასს პორტუგალიელი რეჟისორი ატარებს.