დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი იასპარეზებს

06 სექტემბერი 2024, 09:51 413 ნახვა
 

დღეს პარიზის პარალიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. მედლებისთვის პარაძიუდოისტები ინა ქალდანი და გიორგი ქალდანი იბრძოლებენ.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება. პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადაზე 1 ოქროს ,2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს,რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი