საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა

04 სექტემბერი 2024, 09:50 298 ნახვა

პარიზის პარალიმპიადის მეექვსე დღეს საქართველომ კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდე ანგარიშით 15:11 დაამარცხა.

ნინა თიბილაშვილის ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების მეშვიდე მედალია. აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილი პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც ორ სხვადასხვა პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო.

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა კიდევ ერთმა ეტლით მოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა, რომელმაც პარალიმპიადა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

დღეს ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ძალას რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული კი R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაში იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში