ფესტივალი „არგანი 2024“ გრძელდება. ყოველ საღამოს ბათუმის ცენტრალურ პარკში ფოლკლორული კონცერტები იმართება. ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. პარალელურად მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ თაფლი და ღვინო. ფესტივალი 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხოლო ღონისძიების მუსიკალური ნაწილი 20 საათიდან იწყება და 23 საათამდე გრძელდება.