სარკინიგზო შემთხვევის გამო, თბილისი-ბათუმის 17:00 საათიანი რეისი გაუქმდა - საქართველოს რკინიგზა

03 სექტემბერი 2024, 16:11 282 ნახვა
 

მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00-საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00-საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაიღუპა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი