აქცია-კონცერტი ბათუმის ბულვარში ევროპული მომავლისა და ღირებულებებისადმი მხარდაჭერის მიზნით. ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო ორგანიზაცია „მე-12 სართული“ იყო, ირწმუნებიან, რომ კონცერტის მიზანი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი მხარდაჭერა არ არის, თუმცა ამბობენ, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯი სწორედ არჩევნებში მისვლით და ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერით უნდა გადაიდგას.