კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ. კოალიციის წევრებმა დღეს საარჩევნო პროგრამა ხელვაჩაურის მოსახლეობას გააცნეს, ასევე მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები , ამბობენ რომ მთავარ გამოწვევად , კვლავ ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პრობლემები რჩება.
როგორც აცხადებენ “ილიას გზა” - ამ სახელწოდების საარჩევნო პროგრამაში მთავარი აქცენტები სამუშაო ადგილების შექმნასა და საპენსიო სქემის გაზრდაზე არის ორიენტირებული.