საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის 233-მა ორგანიზაციამ მიმართა

30 აგვისტო 2024, 17:49 325 ნახვა

„ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის, საჯარო რეესტრს 233-მა ორგანიზაციამ უკვე მიმართა.

მათ შორის სამი  საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელის ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეებიი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე  სადავო კანონსა და მისი აღსრულების მექანიზმებზე საუბრობდნენ.

მათი განმარტებით, ჯერ-ჯერობით ახალი რეგულაციებით არცერთი ორგანიზაცია არ დარეგისტრირებულა. კანონი პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. ის ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოურია და უარს იტყვიან დაფინანსებაზე დაჯარიმდებიან. კანონის ამოქმედებისთანავე ამ ორგანიზაციების მონიტორინგი დაიწყება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი