უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე

30 აგვისტო 2024, 14:41 300 ნახვა

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებას ბათუმის მერი, სხვა ოფიციალური პირები და  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მერიის ინფორმაციით, ამ დღის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახების თანადგომა.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ამ დრომდე 2 000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი