ბათუმში, წერეთლის N19-ში ხანძარი ლიკვიდირებულია

28 აგვისტო 2024, 17:49 895 ნახვა

ბათუმში, წერეთლის N19-ში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის კომერციულ ფართში გაჩნდა, სადაც ფეხსაცმლის მაღაზია-საწყობია განთავსებული. მეხანძრე მაშველებმა ადგილობრივების უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობას კორპუსი დროებით დაატოვებინეს. 

ადვილად აალებადი მასალის გამო ცეცხლი ფართს მალევე მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში