აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარაგვაის ელჩს სეფერინო ვალდეს პერალტას შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ პარაგვაის ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და პარაგვაის მნიშვნელოვანი რეგიონული და სატრანზიტო როლი აკისრია, აქედან გამომდინარე, სასურველია თანამშრომლობის განვითარება ვაჭრობის, ბიზნესის, ტურიზმის და განათლების მიმართულებით.