უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიებმა უსკოს 30 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართონ. დღეიდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი და ამოქმედდა რეგულაციები არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის.
დღესვე გაიმართა უმაღლესი საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა. დამტკიცდა საარჩევო ღონისძიებების გრაფიკი და საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესიც.
ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებები განისაზღვრა. პარტიულ სიასთან ერთად არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა ჯგუფებმა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უნდა წარადგინონ.