“ქართული ოცნების” უმაღლესი საბჭოს დელეგატები

24 აგვისტო 2024, 15:04 407 ნახვა

კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია  თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, რითაც მუნიციპალიტეტების დელეგატები შეირჩნენ. რამაზ ჯინჭარაძე - ბათუმის დელეგატად დასახელდა, ის ამ დრომდე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა. ცოტნე ანანიძე - ქობულეთის ხმა იქნება საკანონმდებლო ორგანოში, ის მოქმედი დეპუტატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. მინდია დიასამიძე - ხელვაჩაურის წარმომადგენელი იქნება.

ქედას - მამუკა თურმანიძე წარმოადგენს,  შუახევს კი აგრარულ საკითხთა კომიტერის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე ეყოლება დელეგატად. ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოქმედი მერია, რომელმაც რეგიონის პირველი პირის თქმით, ზუსტად იცის ადგილობრივების საჭიროებები და სწორედ მას გამოუცხადა დელეგატად ნდობა პოლიტსაბჭომ. საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის პოსტებიდან - დელეგატებად გადანაცვლების შემდეგ, შესაძლოა მათი ადგილები მოადგილეებმა დაიკავონ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი