საკონსტიტუციო სარჩელი

24 აგვისტო 2024, 14:51 334 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა - პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება. უმაღლეს ინსტანციაში 4 სარჩელია შეტანილი - კანონს ასაჩივრებს საქართველოს პრეზიდენტი, 121 არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია ორგანიზაციები და ოპოზიცია პარლამენტიდან.

ამ დრომდე უცნობია ვინ იქნება პროცესზე ქართული ოცნების წარმნომადგენელი. ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იქნება.

ოპოზიცია პრეზიდენტის მოთხოვნის და თემის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული სარჩელით აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში