უხვი ნალექი ბათუმში

24 აგვისტო 2024, 12:26 474 ნახვა

ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიტბორა. მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. 
„ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შეტყობინებებზე მოხდა სწრაფი რეაგირება. ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა ამ დროისთვის გამართულად მუშაობს, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია. სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის ვიცემერი და მერიის შესაბამისი სამსახურები.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი