ეკონომიკური საბჭოს სხდომა

23 აგვისტო 2024, 11:55 314 ნახვა

ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა ბათუმში, რომელსაც თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა, რეგიონში მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს და იმსჯელეს ასევე ბიზნესის ხელშეწყობაზე. სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო კურორტ გოდერძიზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტები.   ამის გარდა, საბჭოს სხდომაზე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 36 ოჯახს, სარგებლობაში არსებული ფართების საკუთრებაში გადაცემის რეკომენდაცია გაეწია.

ასევე, საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცემა შინდისის ომის გმირის ოჯახს. თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა ტურისტული ნაკადების, შემოსავლების, და დასაქმების მიმართულებაზე, სადაც აჭარის მთავრობის ინფორმაციით პროგრესია. რაც შეეხება ვიზიტორებს,  ვიზიტების ჯამური რაოდენობა მათივე სტატისტიკით გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს არაერთ თემაზე, მათ შორის აჭარაში სოციალური, ტურისტული, სპორტული, და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე.  ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი