14 წლის გოგომ ტაქსის მძღოლი, 74 წლის კაცი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ პირს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს