პროფესიული ინტეგრირებული პროგრამები სკოლებში

22 აგვისტო 2024, 15:07 328 ნახვა

პროფესიული ინტეგრირებული პროგრამები სკოლაში _ წელს პირველად პროფესიული განათლების მიღება მოსწავლეებს სკოლაშივე შეეძლებათ. პროექტისთვის ქვეყნის მასშტაბით 20 საპილოტე სკოლა შეირჩა, მათ შორისაა ბათუმის მეათე საჯარო სკოლაც.

სასწავლო პროცესი ინტეგრირებული იქნება და სასკოლო პროგრამის პარალელურად მოსწავლეები პროფესიას დაეუფლებიან. სკოლის დასრულების შემდეგ კი ატესტატთან ერთად პროფესიული განათლების  დიპლომსაც მიიღებენ. სწავლა 2 წლიანი იქნება. წელს მიღება ექვს პროფესიულ პროგრამაზე გამოცხადდება.

რეგისტრაცია 2 სექტემბერს დაიწყება. პროექტს პროფესიული უნარების სააგენტო ახორციელებს. მათი განცხადებით, სამინისტრო უზრუნველყოფს სკოლებში შესაბამისი მატერიალური-ტექნიკური ბაზის შექმნასა და კადრების გადამზადებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი