ბათუმში დასრულდა საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი სახელწოდებით „მუსიკა ბათუმიდან“. ხუთი დღის განმავლობაში მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის რადიოს შენობის წინ მოწყობილ სახელდახელო სცენაზე ათმა მუსიკალურმა ჯგუფმა საკუთარი შემოქმედება გააცნო მსმენელს.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში მუსიკოსმა ირაკლი ფაღავამ არასაფესტივალო გამოსვლით საკუთარი მუსიკალური კომპოზიცია წარადგინა. საავტორო მუსიკის საღამოები პარალელურად აჭარის რადიოს პირდაპირი ეთერში გადაიცემოდა.