სტუდენტთა მობილობა დაიწყო

21 აგვისტო 2024, 14:44 255 ნახვა

სტუდენტთა მობილობა დაიწყო. დღეს გამოცხადდა გარე მობილობა, რომელიც 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობა სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველებს შეუძლიათ, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია, ამისთვის კი საჭიროა სტუდენტი ირიცხებოდეს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გახდება ცნობილი უნივერსიტეტების ვაკანტურ ადგილებზე მობილობით ჩარიცხული სტუდენტების ვინაობა. მობილობის შედეგები 12 სექტემბერს გამოქვეყნდება. სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურზე დაახლოებით 80 სტუდენტის მიღებას გეგმავს ბათუმის საზღვაო აკადემია. 

გარე მობილობა 205 ადგილზე აქვს გამოცხადებული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. პროცესს წინ უძღოდა შიდა მობილობა. ელექტრონული რესგისტრაციის ეტაპი უკვე დასრულდა და ახლა სტუდენტები კრედიტების აღიარების დასკვნას ელოდებიან.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში