საპროტესტო აქცია ქობულეთში

21 აგვისტო 2024, 14:40 355 ნახვა

ოჩხამურის, ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის მცხოვრებლების  საპროტესტო აქცია. მოსახლეობამ რამდენიმე წუთით ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. ისინი ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვენ და პრობლემის მოსაგვარებლად ვადას ხვალამდე აძლევენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მოძრაობა რამდენიმე წუთით მაინც შეფერხდა. როგორც მოსახლეობის საპროტესტო აქციას, ოპოზიციის წევრებიც შეუერთდნენ. ისინი ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და ამბობენ, რომ არა ერთი დაპირების მიუხედავად, პრობლემა წლებია მოუგვარებელია.

მოსახლეობას ქობულეთის ვიცე მერი, ირაკლი ცეცხლაძე შეხვდა, მან პირობა დადო, რომ წყლის პრობლემა ხვალ დღის ბოლომდე მოგვარდება. მისი ინფორმაციით,  წყლის ტუმბო მწყობრიდან გამოვიდა და პრობლემა ამიტომ შეიქმნა. ვიცე მერი ამბობს, რომ ახალი ტუმბო შეძენილია და ხვალ დამონტაჟდება. იგი ცხელ დღეებში  წყლის დებეტის შემცირების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში