პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

21 აგვისტო 2024, 14:55 322 ნახვა

ასობით მეხანძრე-მაშველი 40 სახანძრო მანქანისა და  ვერტმფრენის მხარდაჭერით პორტუგალიის კუნძულ მადეირას სამხრეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ცეცხლმა 3 ათას ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა.

შავი ფერის კვამლით გაჟღენთილია ჰაერი პიკო დო არიეიროს, ეირა დო სერადოსა და კურალ-დას ფრეირასის მთიან რაიონებში, სადაც ტყის ხანძრები მძვინვარებს. მადეირას მთელ სამხრეთ სანაპირო ზოლზე , სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს და პოპულარული ტურისტული ადგილია - ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში