მიშელ და ბარაკ ობამები ჰარისის კანდიდატურას მხარდაჭერას უცხადებენ

21 აგვისტო 2024, 12:40 338 ნახვა

აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ  ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე პრეზიდენტობის რესპუბლიკელი  კანდიდატი დონალდ ტრამპი, მისი ხასიათისა და რასისტული თავდასხმების გამო გააკრიტიკა, რომელიც მან წარსულში  მისი და მისი მეუღლის ბარაკ ობამას მისამართით გააკეთა. 

მიშელ ობამას თქმით, ტრამპი შეეცდება დემოკრატი კანდიდატის კამალა ჰარისის დისკრედიტაციას ამომრჩევლების თვალში და მის შესახებ სიმართლის დამახინჯებას, ასეცე შეეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა ადამიანებს მათი ეშინოდეთ. მიშელ ომაბა  მასა და მის მეუღლეს გულისხმობდა.

ყოფილი პირველი ლედი ჰარისის მხარდასაჭერად საუბრობდა, რომელიც ყრილობაზე ოფიციალურად მიიღებს პარტიის საპრეზიდენტო  კანდიდატურის ნომინაციას და არჩევის შემთხვევაში, იქნება პირველი ფერადკანიანი და სამხრეთ აზიელი ქალი, რომელიც აშშ-ის  პრეზიდენტი გახდება.  ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში