სარჩელი ცესკოს ახალი დადგენილების წინააღმდეგ - სასამართლო პროცესი

20 აგვისტო 2024, 14:47 295 ნახვა

ცესკოს ახალი დადგენილების წინააღმდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” სარჩელს თბილისის საქალაქო  სასამართლო განიხილავს. საქმე ეხება 16 აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა, საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.

მანამდე ეს წილისყრა საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. დადგენილებას პროტესტი მოჰყვა პოლიტიკურ და სამოქალაქო წრეებში, რადგან მიაჩნიათ რომ ეს სარჩევნო პროცესის გაკონტროლების რისკს ზრდის.  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროცესზე სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სადავო ცვლილება აუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას, ართულებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობას და გაუმჭვირვალეს ხდის პროცესს.

საიას შეფასებით, ცესკომ არასწორად განმარტა ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და სადავო დადგენილება ცვლილების საჭიროების სათანადო დასაბუთებისა და ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი