 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად - 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალშიც უმუშევრობის დონე წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნად - 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 % შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 19.1 ათასით გაიზარდა და 935.8 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა და 451.5 ათასი შეადგინა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            