ლუდის ფესტივალი სრულდება თუმცა საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი იწყება.
ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალზე მაყურებლის წინაშე 30-მდე მუსიკოსი წარსდგება. ქართული მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.