საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი დღეს საღამოს დაიწყება.
ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, ფესტივალზე მაყურებლის წინაშე 30-მდე მუსიკოსი წარსდგება.
ქართული მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი დღეს დაიწყება და ხვალ დასრულდება.