UFC-ს ქართველი მებრძოლის რომან დოლიძის მომავალი მეტოქე კევინ ჰოლანდი იქნება - ინფორმაცია დოლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.
ჰოლანდის მეტოქე საშუალო წონით დივიზიონში, კრის კურტისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა. UFC-იმ კი მის შემცვლელად სწორედ ქართველი მებრძოლი შეარჩია.
კევინ ჰოლანდმა MMA-ში საერთო ჯამში 38 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 26 მისი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება დოლიძეს მას MMA-ში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 13-ჯერ ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა.
ბოლო ბრძოლა კი რომანმა ქვემძიმე წონით დივიზიონში გამარათა, სადაც ენტონი სმიტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა 6 ოქტომბერს UFC 307-ზე, სოლტ ლეიკ სიტიშია ჩანიშნული.