როგორ საზაფხულო აქსესუარებს ატარებდნენ მეოცე საუკუნის ბათუმში- აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა გაიმართა. ფონდებში დაცული ქუდები, მარაოები, გასული საუკუნისთვის დამახასიათებელი საზაფხულო ფეხსაცმელები, ზღვის ნაქსოვი ჩანთები და სხვა აქსესუარები ღია სივრცეში იყო გამოფენილი.
დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახათ ასევე ფოტონამუშევრები,რომლებიც მეოცე საუკუნის ბათუმს და მეტწილად მის სანაპიროს ასახავს . გამოფენილი ნივთების ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ,ნაწილი კი საქართველოში დამზადებულია.