ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

13 აგვისტო 2024, 14:05 636 ნახვა
 
ბათუმში, სასტუმრო "ლ. ბაკურში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს.
 
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

 

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში