ახალგაზრდული ლაშქრობა

12 აგვისტო 2024, 19:56 610 ნახვა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შუახევში ლაშქრობა გაიმართა. ახალგაზრდებმა მარეთის ხეობაში არსებული ტურისტული ლოკაციები, მათ შორის გამონათლევის წმინდა გიორგის ეკლესია, დარჩიძეების ციხე მოინახულეს და „კუნტიჯვრობის“ ღონისძიებას შეუერთდნენ.

ლაშქრობაში 30 მდე ახალგაზრდა იყო ჩართული და ის შუახევის მერიის ტურიზმის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში