შს მინისტრმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

11 აგვისტო 2024, 15:46 95 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მთავრობის წევრებთან და მოადგილესთან ერთად, შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჩვიდმეტი გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინდისში დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

2008 წლის, 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში