გვსურს ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან - ჯინ შაჰინი

11 აგვისტო 2024, 10:39 301 ნახვა

თბილისში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ერთგული ვართ საქართველოსი, აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის, რომელიც უკვე 30 წელს ითლის, რათა გაგრძელდეს ქვეყნის სვლა დემოკრატიული მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

როგორც შაჰინმა აღნიშნა, აშშ-ს სურს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

„გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ისევე, როგორც ადგილობრივ დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, ვინც უზრუნველყოფს, სათანადოდ ჩატარდეს არჩევნები, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც წამოიწია პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ დაინტერესებული არ არის ამაში და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი იწვევს გარკვეულ პაუზას ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, აქ ვიმყოფებით, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა შაჰინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი