მთავრობის სხდომა

06 აპრილი 2017, 00:00 1773 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ვრცელი მიმართვით დაიწყო. პრემიერმა ტურიზმის განვითარებასა და საზაფხულო სეზონის მოსახლეობაზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა ქუთაისის აეროპორტის განვითარების გეგმას და ქართული ღვინის ექსპორტს. საუბარი შეეხო დანაგვიანებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას,  როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს უნდა მოგვარდეს არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ სანქციებით. მთავრობის მეთაურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისგან მოისმინა ინფორმაცია, პრობლემის კომპლექსურად გადაჭრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გიგლა აგულაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენელთა ჩართულობით ჩამოყალიბებული  სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში დაასრულებს მუშაობას ერთიან მოდელზე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს, საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილმა მთის კურორტების განვითარებაზეც ისაუბრა. პრემიერის განცხადებით,  საკითხი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი