უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 101 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

09 აგვისტო 2024, 10:23 300 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 101 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა შეტევები 10 მიმართულებით განახორციელეს.

რუსულმა მხარემ დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში ბომბი ჩამოაგდო. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო 11 დაშავდა. 

ამასთან, აფეთქების შედეგად დაზიანდა 20 მრავალსართულიანი კორპუსი, ექვსი ადმინისტრაციული შენობა და სამი საწარმო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სპეციალური სამსახურები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი