ასეულობით ადამიანის დაკარგული სიცოცხლე და 5 დღიანი ომი. დაღუპული ჯარისკაცების ასაკი სხვადასხვაა თუმცა საერთოა გარდაცვალების თარიღი და მიზანი - ყველა ქვეყნის ერთიანობის დასაცავად იბრძოდა ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ.
გმირების გამორჩეული ისტორიები დღემდე ლეგენდებად რჩება. ნაწილის სამარადჟამო თავშესაფრად უკვე 16 წელია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოა. აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს დღეს აჭარაშიც.