აგვისტოს გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ქედაში

08 აგვისტო 2024, 14:08 510 ნახვა

8 აგვისტოს ომის გმირი გაიხსენეს ქედაში. სოფელ მერისში მცხოვრები უმცროსი სერჟანტის ფრიდონ თურმანიძის საფლავი საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს მოქალაქეებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა, ქედის მერიისა და საკრებულოს წევრებმა. ადგილობრივმა ანსამბლმა საგალობლები შეასრულა.  

ფრიდონ თურმანიძე 10 აგვისტოს, 28 წლის ასაკში რუსეთ- საქართველოს ომის დროს სოფელ ყელქცეულში დაიღუპა.

უმცროს სერჟანტს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდერი აქვს მიღებული. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი