6 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
მედლისთვის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 97 კგ. წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი იბრძოლებს.
კობლიაშვილი მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ნეიტრალური დროში ქვეშ მოასპარეზე, მეორე ნომრად განთესილი აბუბაკარ ხასლახანაუ იქნება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 20:15 საათიდან აიღებს.
ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.