ვულკან ეტნას ამოფრქვევა

05 აგვისტო 2024, 18:08 426 ნახვა

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ევროპის ყველაზე დიდი ვულკანი "ეტნა" კვლავ ლავას აფრქვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბოლო რამდენი კვირის განმავლობაში, ვულკანის აქტივობა გაიზარდა. ვულკანის მიერ ამოფრქვეულმა ფერფლმა კუნძულის ქალაქები დაფარა.

"ეტნას" აქტივობამ კატანიის აეროპორტის მუშაობის პროცესი შეაფერხა, რის გამოც რამდენიმე რეისი შეფერხდა. კატანიიდან რეისები პალერმოს და კომიზოს აეროპორტებში გადაამისამართეს. ცნობისთვის, ვულკანის აქტივობა ივლისის დასაწყისიდან დაიყო, რის გამოც კატანიის აეროპორტის მუშაობა არაერთხელ შეფერხდა. ვულკანი 4 წლიანი პაუზის შემდეგ გააქტიურდა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი