ბანგლადეშში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს 90 ადამიანი ემსხვერპლა

05 აგვისტო 2024, 18:07 350 ნახვა

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. შეიხ ჰასინას თანამდებობის დატოვება მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციების და არეულობის ფონზე მოუხდა. ქვეყნის დედაქალაქ დაკაში დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ. 4 აგვისტოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 90 ადამიანი დაიღუპა.

ბანგლადეშში საპროტესტო აქციები ივლისიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები საჯარო სამსახურში კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ივლისიდან, პოლიციასთან შეტაკებებს საერთო ჯამში 290 ადამიანი ემსხვერპლა. ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება. სატელევიზიო მიმართვის დროს ბანგლადეშის სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ შაჰაბუდინს შეხვდება და საუბარი პრობლემის გადაწყვეტას შეეხება.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი