„დინამო“ ბათუმმა „კოლხეთთან“ ფრე ითამაშა

05 აგვისტო 2024, 09:44 801 ნახვა

საქართველოს ეროვნული ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ბათუმის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.

ევროთასებზე წარუმატებლობის შემდეგ ბათუმის „დინამოს“ საშინაო შეხვედრაზე მაყურებელთა მცირე რაოდენობა მივიდა. 66-ე წუთზე „კოლხეთის“შეტევა გოლით დასრულდა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ კოხრეიძის მხრიდან სახიფათო თამაში დაფიქსირდა, რამაც ბათუმელები ფაქტობრივად წაგებას გადაარჩინა.

მატჩის ბოლო წუთებზე ტრიბუნებიდან გულშემატკივრები შეძახილებით დემჩენკოს წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

19 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 32 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ფოთის „კოლხეთი“მერვე პოზიციაზე დაქვეითდა.

აქვე გეტყვით, რომ „დინამო“ პაატა ღუდუშაურის შემდეგ, გუნდის ლიდერმა ვლადიმერ მამუჩაშვილმაც დატოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში