პარლამენტის ყოფილი შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება

04 აგვისტო 2024, 18:08 100 ნახვა

ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება. აღნიშნულის შესახებ განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.პროექტისთვის, ჯამში, 12 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.ქუთაისში აშენებული პარლამენტის შენობა, 2018 წლის შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საპარლამენტო საქმიანობა, სრულად, ისევ თბილისის პარლამენტში დააბრუნა, ფაქტიურად უფუნქციოა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში