ე.წ. დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო, მათ შორის სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს, რომ იქ რეალურად ტარდება „ავტორიტარიზმის ფესტივალი“, რასაც აფინანსებენ უცხოელი დონორები - ირაკლი კობახიძე

04 აგვისტო 2024, 14:00 406 ნახვა

როგორც ვიცი, ამ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო, მათ შორის სააკაშვილის სურათები. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება „ავტორიტარიზმის ფესტივალი“, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ „ავტორიტარიზმის ფესტივალს“ საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს საარჩევნო პროცესებში ჩარევაა.

„ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა, ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება. ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, როგორი ჩარევაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის, გარე ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ეს რაიმე არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს, მათ შორის, ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული „ავტორიტარიზმის ფესტივალები“ ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი