„ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ირანი ისრაელზე თავდასხმას უახლოეს დღეებში გეგმავს. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს.
ირანის გეგმების შესახებ ინფორმაციას, უცხოური მედია, დასავლური დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ შეტევა „ჰეზბოლასთან“ იქნება კოორდინირებული.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე 31 ივლისს, თეირანში, მოკლეს.