1 წელი შოვის ტრაგედიის შემდეგ

03 აგვისტო 2024, 18:00 373 ნახვა

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32-ის ცხედარია ნაპოვნი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შოვში, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ტრაგედიის ადგილზე პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი