საბავშო სპექტაკლები კურორტ ბეშუმში

02 აგვისტო 2024, 11:00 349 ნახვა

კურორტ ბეშუმში საბავშვო სპექტაკლების ჩვენება გრძელდება. წინასაშუამთობო ღონისძიება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის კულტურულ და გასართობ აქტივობას. დღის განმავლობაში ეწყობა ზღაპრების ,,ნაცარქექიას" და ,,წითელქუდას" ჩვენება, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროექტის ,,თეატრის საჩუქარი აჭარის მუნიციპალიტეტებს" ეწყობა.

გარდა ამისა წელს პირველად თეატრი შუამთობის დღესასწაულსაც შეუერთდება.

სამდღიანი ღონისძიება კურორტ ბეშუმში აჭარის კულტურის სამინისტრის და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება დღეს დასრულდება პროგრამის მიხედვით დღისით კვლავ დაიდგმება საბავშვო ზღაპრები, საღამოს კი დაგეგმილია კოცონი და კონცერტი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში